09:54 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 14:49:04, 2588 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ორი წევრი და  მოსამართლეთა კონფერენციის  ადმინისტრაციული კომიტეტის  ერთი წევრი უნდა აირჩიონ.

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია - მერაბ ნადარაია და გიორგი მიქაუტაძე. ხმის მიცემის პროცედურა ცოტა ხანში დაიწყება.

კონფერენციაზე მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი წარუდგინა.

კონფერენცია უკვე 2 საათია მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics