11:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 21:10:48, 2042 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებს გაურბით სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ ხშირად ძალიან ცუდი ფორმით „სიტყვა გაურბით“.

„ხშირად გვესმის არაკორექტული გამონათქვამები, რაც ჩვენთვის მიუღებელია. განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან. ერთხელ, სატელევიზიო ჩართვისას აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ მას არასდროს გაქცევია სიტყვა, თუმცა როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა, და ძალიან მძიმე ფორმით გაურბით სიტყვა, ეს იმას  ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა. ამიტომ, საუბარს იმაზე, რომ ჩვენ არ გაგვირბის სიტყვა, ჯობს, მართლა არ გაგვექცეს ასეთი სიტყვები და ვიყოთ კორექტულები როგორც ჩვენი კოლეგების მიმართ, ასევე სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ. ასეთ პირობებში პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას. ვიტოვებ იმედს, შეიცვლება პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიდგომა კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ, პოლიტიკური პროცესების მიმართ. მიდგომის ასეთი ცვლილება  პრეზიდენტს მისცემდა საშუალებას, თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, რაც ყველა ჩვენგანის საერთო საქმეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics