12:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 16:52:56, 1880 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის „თიბისი გალერეა“ ოტია იოსელიანის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს

8 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისის თიბისი გალერეაში  ოტია იოსელიანის წიგნის – „წერილები დაჩის"  პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა" 2017 წელს, დეა სოსელიას ილუსტრაციებით გამოსცა.

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში  დეა სოსელიას ნამუშევრებიც გამოიფინება.

ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის" თაობებს შორის დიალოგის ანაბეჭდია. დაჩი მწერლის ვაჟია.  იმის მიუხედავად, რომ კრებულს  კონკრეტული ადრესატი ჰყავს, ბარათების ფორმით დაწერილი ეს ნოველები, ჩანაწერები თუ მინიატიურები, მაინც სცილდება კონკრეტულ საზღვრებს და ადრესატში არამხოლოდ ზოგადად ახალგაზრდა თაობას მოიაზრებს, არამედ ყველა სავარაუდო მსმენელსა თუ მკითხველს. მეგობრობა, მარტოობა, შემოქმედება, პატივმოყვარეობა, სამშობლო, რწმენა...  კრებულში უამრავი თემა იყრის თავს. თითოეულზე დაფიქრება, განსჯა და გადაწყვეტილების მიღება ცხოვრების გზას განსაზღვრავს.

პრეზენტაციაზე მკითხველს შესაძლებლობა ექნება  ოტია იოსელიანის „წერილები დაჩის", ასევე,  „ინტელექტის" სხვა ახალი გამოცემები სპეციალურ ფასად შეიძინოს.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი #2

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics