|
2017-04-07 12:36:14, 2571 ნახვა
სამართალი საზოგადოება
„თურქული მხარის ინფორმაციით, სარფში საქართველოს მოქალაქემ პოლიციელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის დაშავებულ მოქალაქესთან დაკავშირებით, ტრაპზონში საქართველოს საკონსულოს თურქულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული რათა გამოძიების პროცესში საქართველოს მოქალაქის უფლებები იყოს დაცული. "ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, საქართველოს მოქალაქემ, ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ცნობით, როგორც პოლიციელი ასევე საქართველოს მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და შემდგომ პროკურატურაში დაიკითხებიან. საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული, რათა გამოძიების პროცესი საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით წარიმართოლს", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამჟამად გამშვებ პუნქტთან დაახლოებით 30-კაციანი აქცია მიმდინაროებს. მედიაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა დაშავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)