21:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 17:59:28, 2161 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: უვიზოდ მოგზაურობის პროცესი თავისუფლად მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა თავისუფლად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

მინისტრის განმარტებით, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს საქართველოში საბუთების მოუწესრიგებლობის გამო მოუწიათ დაბრუნება.

ჯანელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირში მოგზაურობის პროცესში ყველა ნორმა დაიცვან.

"ჩემი ინფორმაციით პროცესი მიმდინარეობს ძალიან თავისუფლად. ჩვენი მოქალაქეების შესვლა და უვიზო რეჟიმით სარგებლობა მაქსიმალურად ხდება. არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტები არ არის წესრიგში, თუმცა ეს არის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გაითვალისწინონ ის პირობები, რასაც ჰქვია მიზნობრიობა ევროკავშირში შესვლის, უკან დაბრუნების შესაბამისი ბილეთი, ასევე ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მათი უზრუნველყოფის თანხა და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათი იქ ყოფნის პერიოდში სასტურმოს ან მიმღები მხარის თანხმობას", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics