20:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 15:22:54, 721 ნახვა

სამართალი
ნინო გვენატაძე: დისციპლინური წარმოება განვითარდება ისე, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო  გევენტაძის ხელმძღვანელობით პირველი სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არაწევრი მოსამართლეები ესწრებიან.

დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. თუმცა, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური სამართალწარმოების გააქტიურებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დისციპლინური წარმოება განვითარდება ისე,  როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.

"ჩემი პირველი პრიორიტეტი ეს არის დისციპლინური სამართალწარმოების გააქტიურება ამ საბჭოში. მე დღესაც მოვუწოდე შესაბამისი სამსახურის უფროსს, რომ ყველა ის სტატისტიკა, ყველა ის შემოსული საჩივარი,  განცხადება, რომელიც  დისციპლინური წარმოების საკითხებს დაუკავშირდება, იქნება დეტალურად შესწავლილი,  გაანალიზებული, არა მოხლოდ ჩემს მიერ, საბჭოს წევრების მიერ და მე განვაცხადებ ხმამაღლა, რომ დისციპლინური წარმოება განვითარდება ისე როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. ის, რაც დისციპლინური გადაცდომის სადარი სახდელი იქნება, გამოყენებული იქნება",-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics