13:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 16:59:49, 2214 ნახვა

ეკონომიკა
ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია გრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად აგრძელებს  კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 6 – 9 აპრილს ქართული დელაგაციის წევრები უკვე მეორედ მიიღებენ მონაწილეობას  „AFCI Locations Show“-ში, სადაც წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების  კინოინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმები და შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც გასულ წელს, ამჟამადაც სააგენტოს წევრები ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის  წამყვან წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დეტალებს გააცნობენ, ასევე ხაზი გაესმება საქართელოს როგორც აღმოსავლეთ- ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციას. 

„AFCI locations show“-ზე ქართული სტენდის ქვეშ გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან, რაც  უახლოეს მომავალში  საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია,  რომ 2017 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია „Betterfly“ და ,,POLare FILM” მიიღებენ მონაიწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის  ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 305 065  მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად  სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics