20:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 14:45:52, 693 ნახვა

სამართალი
გომელაური: არასწორად მოიქცა მესაზღვრე, რომელსაც არასრულწლოვანი გაეპარა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვანი, რომელიც პანკისის ხეობიდან სავარაუდოდ სირიაში საბრძოლველად წავიდა, საზღვარზე მესაზღვრეებს გაეპარა.

მინისტრის თქმით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო და არასრულწლოვანის დასაბრუნებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქულ მხარესთანაც თანამშრომლობს.

„რა თქმა უნდა დაირღვა, არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც გაეპარა ამ ადამიანს. ფაქტიურად იყო ერთი. მეორე იყო სრულწლოვანი, 18 წლის. მოგეხსენებათ თურქეთში გასვლა ხდება ID ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით. მისი ვიზუალური შეხედულებით ამ ადამინმა როგორც ახსნა ეს არ გავდა არასრულწლოვანს და ეჭვი არ შეიტანა. თუმცა, ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ ჩვენ და აქედან გამომდინარე ეს საპატიებელი არ არის რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. უნდა მეტი ყურადღებით იყვნენ, თუმცა ჩვენ დავუკავშირდით თურქულ სპეცსამსახურებს, რომლებსაც ვთხოვეთ, რომ შეძლებისდაგვარად იქნება მოხდეს ბავშვის უკან დაბრუნება. ამაზე ვმუშაობთ რა თქმა უნდა. კიდევ ავღნიშნავ, გაგვეპარა ასე ვთქვათ, გაეპარა ამ მესაზღვრეს, არ გადაამოწმა მისი წლოვანება. შეიძლება ეხლა არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ვიტყვი, რომ იყო ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ჩვენ უკან დავაბრუნეთ ადამიანები და არა მარტო არასრულწლოვანები. დავეხმარეთ მათ ოჯახებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics