23:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:05:13, 1468 ნახვა

საზოგადოება
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ყველა პროკურორისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლის გადამზადების პროცესი დაიწყო

საქართველოს პროკურატურა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გადამზადებას ყველა პროკურორი და პროკურატურის სისტემის გამომძიებელი მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაივლის. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გადამზადების მიზანი ანტიდისკრიმინაციის თემაზე მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლება, ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა დაცვისევროპული კონვენციისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობაა. გადამზადების კურსი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანაევროპულ სტანდარტებთან" მხარდაჭერით ხორციელდება.

ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან: დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ეროვნულსამართლებრივ და საერთაშორისო ნორმებს. პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებელ საკითხებად განიხილება: დისკრიმინაციის აკრძალვა სქესობრივი და გენდერული ნიშნით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები,რელიგიური, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაცია. ტრენინგზე სამართლებრივ ნორმებთან ერთად აქცენტი კეთდება ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე. სასწავლო პროცესი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით.  

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ტრენინგები საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, პროკურორებისა დაპროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის. გადამზადების კურსების ფარგლებში დაიფარა კახეთისა დადასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურები. საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის განხორციელებული 3 ტრენინგი კი ყველა ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის 65-ზე მეტმაწარმომადგენელმა გაიარა. ანტიდისკრიმინაციის თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების გადამზადების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics