|
2017-03-25 12:19:37, 1319 ნახვა
საზოგადოება
ქართველ ფეხბურთელებს აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა უგულშემატკივრეს
ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე, ქართველ ფეხბურთელებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა უგულშემატკივრეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და სერბეთის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები მწვანე მინდორზე პატარების თანხლებით გამოვიდნენ და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებს ერთად მოუსმინეს. თამაშის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ქომაგობა ბავშვებმა ტრიბუნიდან განაგრძეს. გმირი სამხედროების შვილებთან ერთად მატჩზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშზე აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების შვილების დასწრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)