|
2017-03-25 09:32:54, 2740 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 ადამიანი დააკავეს
ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 3 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული პირების წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული: 225-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. ცნობისთვის, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, საიდანაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)