19:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 13:42:45, 1342 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სააგენტოს წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძირითადი ვალდებულებების  შესახებაც ისაუბრა და მათი შესრულების ნაწილში ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი. 

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობასა და  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ განვითარების სააგენტო მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელშემწყობ პროექტებს  განახორციელებს. 

თბილისში, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლობის ოფისი დღეს, 22 მარტს გაიხსნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics