|
2017-03-21 14:17:53, 1924 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები არიან ერთიანი ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი შემადგენელი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა იმ ჩართულობისთვის, რომლითაც საზოგადოებას აძლიერებენ. „ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას. ყოველ წელს მიხარია, როდესაც ჩამოვდივარ აქ და ვხედავ როგორ განახლებულია მარნეული, თქვენი შრომით, ღვაწლით, დაუღალავი მუშაობით კიდევ უფრო ლამაზი ხდება თქვენი ქალაქი. მინდა, მადლობა გითხრათ იმ მუშაობისა და თავდადებისთვის, რომლითაც აძლიერებთ ჩვენ ერთიანს სამშობლოს. მინდა, მადლობა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები არიან მართლაც მნიშვნელოვანი შემადგენელი ქართული ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის. „სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან, სადაც ვხვდებოდი ჩვენს მოძმე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ; ერთად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, როგორ გავაძლიეროთ აზერბაიჯანი და საქართველო, აზერბაიჯანმა და საქართველომ მისცენ კიდევ უფრო დიდი შანსები ჩვენს რეგიონს, უზრუნველყონ მშვიდობა და განვითარება ჩვენი რეგიონის. გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, წარმატებას და კიდევ მეტ აღმშენებლობას, კიდევ მეტ დამშვენებას თქვენი მშვენიერი მარნეულის, რაიონის და ქალაქის. გაიხარეთ და გილოცავთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)