12:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 11:47:02, 2027 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ოთო კახიძე: პროკურორი პოლიტიკური მესიჯების მიღებითა და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებითაა დაკავებული

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ პროკურორმა დაიცვას  მოქალაქეები და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა,  ის  პოლიტიკური მესიჯების მიღებითა და  მმართველი გუნდის  დაკვეთების შესრულებითაა დაკავებული.

ამის შესახებ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,  „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენების თაობაზე,  ძალაში რჩება:

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი იღებს კონკრეტულ მესიჯებს, რომელსაც შემდგომ ერთხმად აჟღერებენ, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ „რუსთავი2“  საქმის უკან იდგა ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ინფორმაციაში, გახლავთ ის, რომ პოლიტიკურ დაკვეთებს და მესიჯ ბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად იღებს, საქართველოს მთავარი პროკურორი. კანონის მიხედვით პროკურატურა არის დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალობა,  როდესაც მთავარი პროკურორი ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, იღებს მითითებებს ივანიშვილისგან და იმის ნაცვლად, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით.

მინდა განვაცხადო რომ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადაყენების თაობაზე კვლავ ძალაშია და ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დაუშვებელია საქართველოს მთავარი პროკურორი პირდაპირ და ღიად ასრულებდეს მმართველი პოლიტიკური გუნდის და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს“,-აღნიშნა ოთო კახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics