12:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 17:14:06, 2056 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: არსებული რესურსით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაზრდილი მანდატის დაძლევა გაუჭირდება

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის გაფართოება საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის  ზრდას მოითხოვს.

საუბარია იმაზე, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატმა ასევე მოიცვას საერთო იურისდიქციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება რიგ შემთხვევებში.

"ახლა არსებული რესურსით მას გაუჭირდება ამ მანდატის დაძლევა, თუმცა არის მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება იმას, თუ საიდან დაიწყება ათვლა.ამ ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ, მოხვდეს მასთან ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ იქნება მიღებული, თუ ამან დაფაროს წარსულში სასამართლოების მიერ განხილული საქმეებიც. საკმაოდ საინტერესო თემაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეალურად ამან შეიძლება არსებულ სასამართლოს ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას და მისი პარალიზება გამოიწვიოს",-განაცხადა გიორგი ტუღუშმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics