15:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 15:09:45, 1264 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია რუმინეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი  დავით ნარმანია რუმინეთის ელჩს საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

დავით ნარმანიამ ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნესურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წელს ითვლის.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილების გაზიარება  პარკირების სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. 

„ჩვენ აქტიური ურთიერთობები გვაქვს ბუქარესტთან  ბიზნესის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში. ამჟამადვმუშაობთ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით იქნება  მნიშვნელოვანი. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში, ეს ურთიერთობები  მეტ დატვირთვას იძენს. ჩვენი მიზანია ამ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება,“  - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რუმინეთის ელჩმა თბილისის მერს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics