|
2017-03-16 23:48:07, 2345 ნახვა
სამართალი
ელისო კილაძე შვილის დაკავებაზე: ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას
ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას, - ასე აფასებს გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების ფაქტს. მისი თქმით, საქმის მოსამართლე ვეფხვია ლომიძე, „ჩვეულებრივი ქოცია და ეს არის ქართული ოცნების დავალებების შემსრულებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს“. როგორც ელისო კილაძემ "განსხვავებულ აქცენტებში" აღნიშნა, შვილის დაკავებამდე მას რამდენიმე კვირით ადრე ემუქრებოდნენ. „ჩემთან იყო მუქარები შვილის დაკავების და ორი კვირის განმავლობაში ამ ფაქტამდე, მისი საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მეშვეობით, შუამავალი დადიოდა ჩემთან, რომელიც მთხოვდა გარიგებას. გარიგების შინაარსი იყო ის, რომ, პირველი, რუსთავი 2-ის საქმიდან გვერდზე დავმდგარიყავი და, მეორე, შემეცვალა ტონი და მთლიანად ვყოფილიყავი ქართული ოცნების განკარგულებაში“, - განაცხადა ელისო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)