02:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 18:52:19, 1943 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბუიარ ნიშანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ალბანეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ნიშანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ალბანეთის მხარემ ქართულ დელეგაციას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზეც ისაუბრეს და ყურადღება ალბანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებაზე  გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ალბანეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics