|
2017-03-15 10:27:18, 2102 ნახვა
სამართალი
ელისო კილაძის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილისთვის, დავით ხარშილაძისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა შუამდგომლობით წარსდგება სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს წინაშე, თუმცა ეჭვობენ, რომ პროკურატურა კილაძის შვილისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა შეეფარდოს. ელისო კილაძე ირწმუნება, რომ შვილის დაკავებით მას ემუქრებიან, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დავით ხარშილაძის თავისუფლების სანაცვლოდ, არავისთან არანაირ გარიგებას არ აპირებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)