13:15 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 14:20:13, 1413 ნახვა

საზოგადოება
პირველად, ნებისმიერ მსურველს შავი ზღვის ჯასფესტივალის ბილეთების დაზღვევა შეეძლება

პირველად ნებისმიერ მსურველს შავი ზღვის ჯასფესტივალის ბილეთების დაზღვევა შეეძლება, - ამის შესახებ "ისთერნ ფრომოუშენის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.

თუკი, მოქალაქე კონცერტზე წასვლას ვეღარ შეძლებს, ბილეთის დაზღვევის შემთხვევაში, მას თანხა სრულად აუნაზღაურდება.  ამასთან, ბილეთების "თიბისი სტატუს" და "პრაიმ ბარათების" შეძენისას, ექსკლუზიური ფასი იმოქმედებს.

"ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ბილეთის დაზღვევა შეეძლება. ინფორმაცია მქონდა, რომ მიდიოდა მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით და ახლა პრესკონფერენციის წინ მოხდა თანხმობა სადაზღვევოსა და "თიბისი ბანკს" შორის. ძალიან გახარებული ვართ, რომ აწი ეს სერვისი დაინერგება და სავარაუდოდ იქნება მუდმივი. TICKET.GE-ზე ბილეთების ყიდვისას ეს დაზღვევა იმოქმედებს", - აღნიშნა გიორგი კერესელიძემ.

ცნობისთვის, ბილეთების გაყიდვა 27 მარტს დილის 09:00 საათზე დაიწყება, ონლაინ ვებ გვერდზე www.ticket.ge-ზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics