|
2017-03-12 10:47:57, 2278 ნახვა
სამართალი
შს სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით პოლიციელთა შემდგომი მომზადებისა და ტრენინგების, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ „112“-ში შესული ზარების ანალიზის საკითხები, ასევე, შს სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი, მიმდინარე პროექტი - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, ამ კუთხით სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე, სახელმწიფო უწყებებთან. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ეფექტურად განხორციელებისთვის სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)