|
2017-03-10 21:32:16, 1856 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი
მე მგონი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს ჩანაწერები არ უნახავს, არის პატრიარქი და მგონია, რომ ძალიან სწორს შვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, "ამ ჩანაწერებისთვის მე არც მანამდე შემიხედავს. ბუნებრივია, რომ მდომოდა, ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ არც მანამდე შემიხედავს და როცა საჯარო გახდა, არც მის მერე შემიხედავს". "ჩემი ინფორმაციით, არ უნახავს [პატრიარქს] და სწორს შვრება. მე არ ვარ პროკურორი, მოსამართლე, კვალიფიციური, რომ ეს ჩანაწერები ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებს ჰქონდეთ გამოძიების შესაძლებლობა, ხოლო ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის მართლების. რასაც მედიაში ვუყურებ, ძალიან გახსნილი პროცესია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)