|
2017-03-10 19:05:57, 1909 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა
პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა. კანონმდებლებმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი პროექტები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა. ცვლილების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ბანკი განისაზღვრება. დეპუტატებს აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამთ და მის მიღებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“. წარმოდგენილი პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან ხდება იმ დებულებების ამოღება, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფორმირების წესსა და ანგარიშვალდებულებას, ეხება ვინაიდან აღნიშნული სააგენტო უქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)