|
2017-03-10 16:44:05, 1883 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღების ინიციატივაზე მსჯელობს
პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, კანონპროექტი ითვალისწინებს 2016 წლის 1 მარტის შემდეგ საქართველოში იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი და გადატანილსაჭიანი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის დაუშვებლობას; სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გათვალისწინებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი სპეციალური სტიკერის გაცემა, რომელიც უფლებას ანიჭებს მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის მესაკუთრეს/მფლობელს მხოლოდ 72 საათის განმავლობაში გადააადგილოს სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. გარდა ამისა, კანონპროექტით ხდება მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის შემოღება, აღნიშნული ქულები შემცირდება განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში. კანონს ემატება დანართი, რომელიც განსაზღვრავს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შემცირების ცხრილს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სატრანსპორტო ხასიათის სამართალდარღვევებზე მითითებით).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)