|
2017-03-06 11:52:43, 1765 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ყირგიზ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. თეა წულუკიანმა ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი ურან ახმეტოვი მიიღო. შეხვედრას ყირგიზეთის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი აზიზ აბაკიროვი და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება. მინისტრი მათ სერვისების გაცემისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების შესახებაც ესაუბრა. სტუმრები იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში. ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის 7 მარტს სრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)