|
2017-03-06 09:35:02, 1618 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: არ ვიცი, ვინაა „რუსთავი 2“-ის სამართლებრივი და პოლიტიკური მფლობელი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი მფლობელი ვინაა. როგორც მან „იმედის დროში“ სტუმრობისას განაცხადა, არც ის იცის, ვინაა ტელეკომპანიის პოლიტიკური მფლობელი, მაგრამ იცის, რომ რუსთავის 2, იმედის, მაესტროს, კავკასიის და ყველა ტელეკომპანიის პროდუქტი საზოგადოებას ეკუთნის. „"რუსთავი 2-ის გაჩერებით ჩვენ ძალიან დიდი დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს. ორივე უაღრესად მნივნელოვანია. "რუსთავი 2"-მა დააფიქსირა, რომ ის არის პროდასავლური არხი. ეს ძალიან მნიშვნლოვანია. სწორედ ამიტომ სენსიტიურობა რუსთავი 2-ის მისამართით იზრდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მანვე 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევა გაიხსენა: "2007 წელს, როცა ტელეიმედი დაარბიეს, ვთქვი, რომ ეს სააკაშვილისთვის ტრაგიკული შემთხვევაა, რომლისთვისაც ის გადაიხდის და ასეც მოხდა. 2012 წელს ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ დამთავრდებოდა მოსმენები, შანტაჟი, დაპატიმრებები და ა.შ. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ მიდგომა, მაგრამ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის მოპოვებული სამუდამოდ, ამიტომაც მუდმივად უნდა ვიყოთ ფხიზლად",-განაცხადა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშილმა ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა "რუსთავი 2" ერთადერთი თავისუფალი ფანჯარა უპასუხა, რომ ის ყველა ტელეკომპანიის ეთერში თავს თავისუფლად გრძნობს. „ ჩვენთვის იქნებოდა მართლაც სერიოზული პრობლება, თავისუფლების კუნძულები რომ არსებობდეს ან მხოლოდ ერთი არხი იყოს თავისუფალი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის დროში“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)