|
2017-03-03 15:44:41, 1807 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ბარონესა ჯოის ანელეისთან შეხვედრა გამართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, აღინიშნა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის პროცესი. ბრიტანულმა მხარემ უარყოფითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ასევე შეხვედრები გამართა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის პოლიტიკურ დირექტორ, კრისტიან ტერნერთან და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დეპარტამენტის დირექტორ, რობ ფენთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)