|
2017-03-03 00:24:25, 1504 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ყარამანიშვილის ასპარეზზე გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს მისი საკუთრება არ არის
ყარამანიშვილის ასპარეზზე გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს მისი საკუთრება არ არის , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრვლესობის წევრმა გია ვოლსკიმ უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. როგორც ვოლკსიმ აღნიშა, მას სურს, რომ იყოს რუსთავი2, მუშაობდეს, აგრძელებდეს, თავის ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს. „ყარამანიშვილის ასპარეზზე საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს მისი საკუთრება არ არის ან დაინტერესებული არ არის, რომ ეს საკუთრება ჰქონდეს. თუკი გადაწყდა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანთან გაიმარჯვა ქონებრივ დავაში, არანაირად არ მაძლევს საფუძველს გამოვხატო გადაწყვეტილების მიმართ ჩემი მოსაზრება და აზრი. მინდა, რომ იყოს რუსთავი2, მუშაობდეს, აგრძელებდეს, თავის ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს,“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)