|
2017-03-03 00:07:57, 1763 ნახვა
პოლიტიკა
Freedon House: ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ მიყვებიან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს
ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ მიყვებიან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს, - ამის შესახებ Freedon House-ს საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელმა ნეით შენკანმა განაცხადა. ის შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამო და სასამართლოზე ღია პოლიტიკური ზეწოლის შესახებ საუბრობს. მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას. „ჩვენ აქ Freedom House-ში ძალიან შეშფოთებული ვართ რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით მფლობელობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე წელია ვაკვირდებით ამ საქმეს. ადრეც გამოვხატეთ შეშფოთება თუ როგორ გახდა ეს საქმე ღია პოლიტიკური ზეწოლის საგანი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. სასამართლო პროცესზე ამგვარი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და როდესაც საქმეში ჩართულია მედია კომპანია, ეჭვები სასამართლოს დამოუკდიებლობის შესახებ უფრო მყარდება. ამ შემთხვევაში და ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ მიყვებიან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს, რომლის შედეგიც არის კრიტიკული მედიის პოტენციური დახურვა,“ - განაცხადა Freedom House-ის პროექტების დირექტორმა ნეით შენკანიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)