|
2017-03-02 22:46:47, 1550 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე: მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს
მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს, - ამის შესახებ ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. მან რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „განცდა იმისა, რომ ოდესღაც კი არა, შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, მომხდარა ამ ქვეყანაში, მომხდარა მედიასთან დაკავშირებით. ეს შეცდომები დაუშვია ხელისუფლებებს, გადაგვიხდია ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ფასი, გადავკიდებივართ ერთმანეთს.. კვლავ იმ წრეზე ვტრიალებთ. რუსთავი 2-ის წართმევით, მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით, ოპოზიციური პოლიტიკური მოედნის მოსუფთავებით, დასუსტებით, მარგინალიზაციით, სასამართლოს ჯიბეში ჩადებით, დამერწმუნეთ, ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს. დაიწყებს საკუთარი თავის ჭამას და ის დაამთავრებს, სამწუხაროდ ისევე, როგორც წინა ხელისუფლებები“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)