|
2017-02-28 17:28:10, 1973 ნახვა
პოლიტიკა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოფიციალური ვიზიტით ერევანში მიემგზავრება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრებიან. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. „ორივე მხარეს აბსოლუტურად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკა მაქსიმალურად განზე უნდა გავწიოთ და ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტს მივაქციოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომლის შუამდგომლობითაც პროცესი ასეთი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მხარეებს შორის, მოლაპარაკების შედეგად, ამ დროისთვის, 63 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)