|
2017-02-27 18:37:54, 1824 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საოკუპაციო ხაზთან არსებულ გამშვებ პუნქტებს მოუწოდებს, თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ოკუპირებულ აფხაზეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის თაობაზე განცხადება გაავრცელა. ევროკავშირმა მოუწოდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ გამშვებ პუნქტებს, უზრუნველყონ თავისუფალი გადაადგილება, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გატარება. "ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი, ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტია დაიხურა, რომლითაც ყოველდღიურად ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი სარგებლობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. თავისუფალი მიმოსვლის მოძრაობის შეზღუდვა, ინციდენტების რაოდენობას გაზრდის, განსაკუთრებით კი დაპატიმრების ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლების უსაფრთხოებას ავნებს და რეგიონში სტაბილურობას ზიანს აყენებს. მონიტორინგის მისიის ფარგლებში ევროკავშირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას თვალყურს ადევნებს და საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)