|
2017-02-27 17:58:41, 2827 ნახვა
პოლიტიკა
სომეხთა სათვისტომომ საგარეო უწყებასთან აზერბაიჯანის საელჩოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა გააპროტესტა
თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ ორგანიზებული საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილე საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანის საელჩოს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლების დუმილი გააპროტესტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. მანიფესტანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს „დაიცავი საქართველო“, „სტოპ ალიევი“, „სტოპ პანთურკიზმი“ და ა.შ. პარლამენტის ყოფილი შენობისა და უშიშროების საბჭოს გავლით აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიუახლოვდნენ, სადაც ხანმოკლე აქცია გამართეს და ეროვნულ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს საქმიანობა დაგმეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)