|
2017-02-26 18:29:15, 2276 ნახვა
სამართალი
შსს-მ 5 პირი დააკავა, რომლებმაც ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქე გაიტაცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი: 1960 წელს დაბადებული ზ.კ., 1957 წელს დაბადებული ქ.ო., 1967 წელს დაბადებული გ.ვ., 1970 წელს დაბადებული ნ. გ. და 1968 წელს დაბადებული ო.მ., მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილები, ნიღბები, ცივი იარაღი, თავზე ჩამოსაცმელი ტომარა, ღვედები, წებოვანი ლენტი და დაზარალებულისთვის წართმეული 5600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)