06:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 17:59:52, 464 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტები დაამტკიცა

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ეტაპის კანონპროექტები წარადგინა.

თეა წულუკიანმა მთავრობის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად განახორციელა.

„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპზე ძირითადი აქცენტი კეთდება  თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და სასამართლოს საქმიანობაში მის ჩართულობაზე, კერძოდ:

მკაფიოდ ჩამოყალიბდება მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები. კანონში მიეთითება, რომ არავის აქვს უფლება, მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.

საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები. ძირითადი კრიტერიუმი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა იქნება. მოსამართლედ გამწესებაზე უარის მიღების შემთხვევაში, კანდიდატებს შეეძლებათ, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება. მოსამართლედ დანიშვნა მოხდება მხოლოდ კონკურსის წესით, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და თავმჯდომარეების მოადგილეებს კი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ.

შემოღებული იქნება საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი. საქმეები რიგითობის წესით, ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება.

მოწესრიგდება მოსამართლეთა მივლინების პროცედურა. მივლინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით; რათა ამგვარ მივლინებებს აღარასდროს ჰქონდეს „ურჩი“ მოსამართლეების დასჯისა და ხელმძღვანელობის მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელი მოსამართლეების წახალისების ხასიათი.

დაიხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები. თავმჯდომარე აღარ იქნება უფლებამოსილი, აღძრას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა. ამ ფუნქციას შეითავსებს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics