|
2017-02-22 14:42:52, 2788 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძეს სურს, პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდოს
„მამა გიორგი მამალაძეს სურს, რომ პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდოს“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, საინტერესოა, საიდან აღმოჩნდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინაში იარაღი. მანვე დასძინა, რომ ამის შესახებ დეტალურად თავად გიორგი მამალაძე ისაუბრებს. "მამა გიორგის ბრალი წაყენებული აქვს 236-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამცავებმა მოახერხეს რომ მამა გიორგის სახლში იარაღი აღმოეჩინათ. ამ დეტალების შესახებ თავად მამა გიორგი ისაუბრებს", - განაცხადა რამიშვილმა. დაცვის მხარე საპატრიარქოდან ადეკვატურ ნაბიჯებს ელოდება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში გადაიყვანენ. "ჩვენ დიდი იმედი ვართ განწყობილი, რომ საპატრიარქოდან ადეკვატური ნაბიჯები იქნება განხორციელებული. რადგანაც რომ გავითვალისწინოთ, ის ბრალდებულია და არა მსჯავრდებული. მას სურვილი აქვს რომ პირველ რიგში დეტალურად ინფორმაცია მიაწოდოს პატრიარქს", - აღნიშნა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)