23:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 11:23:39, 1338 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოში ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს

საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას სხვადასხვა სასულიერო პირები ესწრებიან.

ჯერჯერობით უცნობია, განიხილიავენ თუ არა შეხვედრაზე სინოდის კრების მოწვევის საკითხს, თუმცა მთავარი საკითხი ე.წ. ციანიდის საქმეა.

შეხვედრას მეუფე პეტრეც ესწრება. მისი თქმით, მთავარია მამა გიორგის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ყველაფერი გაირკვეს.

მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, მთელი საქართველო დაინტერესებულია გაირკვეს დეტალები მამა გიორგის დაკავების საქმეზე

„ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა“, - განაცხადა თევდორაშვილმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics