|
2017-02-20 17:43:25, 1135 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ღონისძიებას დაესწრო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გლობალ ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების - „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსე“ და „პარტნიორობა თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის აივ-ის სფეროში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას დაესწრო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „სახელმწიფო მზად არის საკუთარ თავზე აიღოს იმ პროგრამების დაფინანსება რაც გლობალ ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მაგალითად მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია მაისის თვეში სრულდება და მას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს“, - განახადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდსის პროგრამის მენეჯერმა ქეთი სტვილიამ აღნიშნა, ქვეყანაში შემუშავებულია გარდამავალი პერიოდის გეგმა, რომელშიც გაწერილია შემდგომი ორი წლის განმავლობაში თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობა. „სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გლობალ ფონდის პროგრამებიდან გასვლა არ ხდება უცებ და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა 2020 წლამდე ჩაანაცვლოს“, - განაცხადა ქეთი სტვილიამ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის პროგრამების დაფინანსების ძირითად წყაროს „გლობალ ფონდი“ წარმოადგენს. ასევე, ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს მეტადონით ჩანაცვლებით თერაპია. გარდა აღნიშნულისა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, თუმცა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ფონზე, ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარება ეტაპობრივად მცირდება და დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადადის. შეხვედრაზე, გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აივ-ინფექცია-შიდსის მოწყვლადი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თორმეტზე მეტი ქვეყნიდან.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)