00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 17:29:38, 2539 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე აგვისტოს ომზე: იმედია, გამოძიება დაადგენს სიმართლეს, რომელიც ქართველების ეთნიკურ წმენდას ეხება

დიდი იმედი გვაქვს გამოძიება დასრულდება და დაადგენს იმ სიმართლეს, რომელიც ეხება ქართველების ეთნიკურ წმენდას და დაცული იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, ბენსუდასთან შეხვედრაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შემდეგი ეტაპები განიხილეს , რაც საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხითაა დაგეგმილი. 

"ეს იყო მორიგი შეხვედრა, სადაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს, აქტიურად არის კონტაქტზე საქართველოს მთავრობა შესაბამის პირებთან, ვინც გამოძიების პროცესში მონაწილეობს. განვიხილეთ შემდეგი ეტაპები, რაც არის გადასადგმელი საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics