|
2017-02-18 17:01:35, 1867 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა იყო. მხარეებმა განიხილეს, რა სტადიაზე იმყოფება გამოძიება და ქართულ მხარესთან თანამშრომლობა. გიორგი კვირიკაშვილმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოპოვების პროცესში საქართველოს ხელისუფლების სრული და აქტიური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულები, ამ შემთხვევაში, ქართველების ეთნიკური წმენდა, ისევე, როგორც ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა, დაუსჯელი არ დარჩეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოძიებას იმედის თვალით უყურებენ მსხვერპლთა ოჯახები და პროკურორს, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალების მოპოვების პროცესში შეუძლია, ჰქონდეს ქართული მხარის სრული თანამშრომლობის იმედი. ფატუ ბენსუდამ ქართულ მხარეს მაქსიმალური ღიაობისა და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პროკურორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს რუსეთისგან თანამშრომლობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია, გამოძიება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)