19:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 12:04:17, 665 ნახვა

სამართალი
ალექსი პეტრიაშვილი: ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატების მტკიცებულებები ტყვიაგაუმტარია

"ადვოკატების მიერ მომზადებული მტკიცებულებები მართლაც ტყვიაგაუმტარია",-ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულბები უნდა წარადგინონ. პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების მიღების შემდეგ, საქმე დაკავებული 5 პირის სასარგებლოდ გადაწყდება.

"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ადვოკატების მხრიდან,  მათ მიერ მომზადებული მტკიცებულებები არის მართლაც ტყვიაგაუმტარი. დარწმუნებული ვარ,  მათი  მიღების შემდეგ,  სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს და ეს საქმე ძალიან მალე უდანაშაულო ადამიანების სასარგებლოდ დასრულდება",-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ ბრალად 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

პროკურატურის მიერ დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics