|
2017-02-16 12:14:03, 1618 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოსმენებთან დაკავშირებით, ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს. კერძოდ, პარტიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, იმისათვის, რომ უკანონო მოსმენები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, უნდა შეიქმნას რეალურად დამოუკიდებელი ტექნიკური სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორციელებს. „მასზე ძლიერი საპარლამენტო კონტროლი იყოს და რაც მთავარია, იყოს მოსმენების ე.წ. 2 გასაღები. ეს არის ის გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი გარანტიების არსებობას უკანონო მოსმენების მინიმუმამდე დაყვანისთვის და რომელიც რაც მთავარია, იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთან და კონსტიტუციასთან შესაბამისი. აღნიშნული გადაწყვეტილების და შეთავაზების გაუზიარებლობის შემთხვევაში, კვლავ ვიღებთ არსებითად ანტიკონსტიტუციურ მოდელს, რომლის ფარგლებშიც უკანონო მოსმენების ძალიან ფართო შესაძლებლობა ექნება სუს-ს. ერთ შემთხვევაში ეს არის სასამართლო, როდესაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება ფარული მიყურადება, მეორე შემთხვევაში როცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის ხორციელდება , ექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთის მხრივ გაზიარებული გვაქვს პრინციპები არასამთვრობო ორგანიზაციების, თუმცა ჩვენი შეთავაზება მათი შეთავაზების მთლიანად კოპირება არ არის. ამ შემთხვევაში ეს არის შუალედური ვარიანტი",-აღნიშნა აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)