20:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 11:43:00, 1148 ნახვა

საზოგადოება
დედა სიდონია აცხადებს, რომ მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიან

დედა სიდონიას განცხადებით, მას ემუქრებიან და მუქარის შემცველი წერილი პირადადაც მიუვიდა, - ამის შესახებ დედა სიდონიამ გუშინ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

მან პირდაპირ ეთერში წერილი წაიკითხა:

„ხომ არ ფიქრობთ რომ აჩქარდით, ნამდვილად არასასიამოვნო და არადამაჯერებელი განცხადებები გააკეთეთ და სად? რუსთავი 2-ის ეთერში. ტელევიზია, რომელიც ..(რუსთავი 2-ის ლანძღვა) ... შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ინგრევა და სიდონიას არ მოსწონს ხელისუფალნი, აუცილებლად გინახულებთ და ამიხსნით ყველაფერს რა, რატომ? დღეს ეკლესიაში ყველა თქვენზე საუბრობდა, რომ არ უნდა განსაჯო და, პირიქით, რომ ვაი უბედურო საქართველო საით მიდიხარ. პატრიარქის სიყვარულის გამო, რომ დღესვე ვერ მოგინახულებთ, ტელეფონზე მიპასუხებთ იმედია ახლო მომავალში,“  -  წერია დედა სიდონიას მიერ მიღებულ წერილში.

დედა სიდონია აპირებს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

დედა სიდონიას თქმით, მან ემოციური განცხადებები დეკანოზ გიორგი მამალაძის გაურკვეველ ვითარებაში დაკავების გამო გააკეთა.

"რომ არა მამა გიორგის გაურკველ გარემოებაში დაკავება, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, მე საერთოდ მსგავს განცხადებას არ გავაკეთებდი. ვინაიდან ეკლესიის პრობლემებში სამართალდამცველები არიან ჩარეულნი, მივმართავ სამართალდამცველებს ჩემი დაცვის გარანტიისთვის”, - განაცხადა დედა სიდონიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics