|
2017-02-15 22:52:04, 1911 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: ეკლესია ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან
ეკლესია ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან, - ამის შესახებ საქართველოს "რესპუბლიკური" პარტიის თავმდჯომარე ხათუნა სამნიძემ გადაცემა "არჩევანში" საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ეკლესია არის „ღრმა სისტემური კრიზისის წინაშე“ და ეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებულმა პრაქტიკამ გამოიწვია. მისივე თქმით, ყველა ხელისუფლება მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი ეკლესიაში. ხათუნა სამნიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეკლესიის დაფინანსების საკითხი კონკორდატით გათვალისწინებულ სტანდარტებს სრულიად ცდება. „აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყო გამჭვირვალე, ეკლესია გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ადამიანების გადასახადებიდან ხდება მისი დაფინანსება და ბუნებრივია, გამჭვირვალე უნდა იყოს პროცესი, სად მიდის ეს თანხები, როგორ იხარჯება ეს თანხები და სწორედ ამ დახურულმა სისტემამ გამოიწვია ეს კრიზისი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დისკუსია გაგრძელდეს,“ - აღნიშნა სამნიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)