20:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 19:03:20, 1152 ნახვა

საზოგადოება
უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციები იხვეწება

უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციები იხვეწება
სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უვადოდ მსჯავრდებულ პირებსაც შეეხებათ. კერძოდ, იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის თავისუფლების აღვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის რეგულაციები. 

მსჯავრდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა სხვა სახის სასჯელით შეიძლება შეეცვალოს თუ მან ფაქტობრივად მოიხადა პატიმრობის 20 წელი. ამ საკითხზე სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. 

„დადგენილია ვადები, როდესაც უვადო მსჯავრდებულს შეიძლება დაუდგინდეს სასჯელი - 20 წელი. ამავდროულად, აქამდე, არ არსებობდა ქმედითი მექანიზმი ამის აღსასრულებლად. არ იყო განსაზღვრული ინსტანცია, რომელსაც შეუძლია კვალიფიციურად განსაზღვროს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს სასჯელის შეცვლა, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინსტანცია არის სასამართლო. ამიტომაც, ახალი რეგულაციებით უვადოდ მსჯავრდებულებს ვაძლევთ საშუალებას, მიმართონ სასამართლოს სასჯელის ვადის განსაზღვრის მოთხოვნით და სასამართლო განიხილავს საქმეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობით“, - განაცხადა მინისტრმა. 

უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის საკითხის სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნება უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics