|
2017-02-15 13:52:01, 1891 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს, საპატრიარქოს დაფინანსება შეუწყვიტონ
საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ. ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ხელისუფლების მხრიდან პროცესებში ჩარევის შესახებ ისაუბრეს და მთავრობას საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს: „მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს. შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. ამასთან, თამარ კორძაიას თქმით, გიორგი მამალაძის მიერ სავარაუდოდ პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რო ის რეალობაა: „და რომ ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩარეულები არიან კორუფციაში და მათ აქვთ საერთო ბიზნესები, ეს დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან არაერთი ამონაწერით. ეკლესიას წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონზე მეტი კვ.მ. მიწის სახით“,-აღნიშნა კორძაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)