|
2017-02-15 10:25:56, 1562 ნახვა
პოლიტიკა
15-16 თებერვალს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ქეთევან ციხელაშვილი 16 თებერვლის სხდომაზე სიტყვით წარსდგება და კომიტეტს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას წარადგენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომების შესახებ. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით. სხდომა განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივებს და მის ზეგავლენას ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებს. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა 15-16 თებერვალს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)