|
2017-02-14 14:02:13, 1630 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავარ პროკურორს და სუს-ის უფროსს პარლამენტში იბარებს
ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ პარლამენტში მთავარ პროკურორს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იბარებს. ფრაქციის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ძალოვანი უწყებების პირველი პირები ვალდებულნი არიან ზვიად ნაზღაიზის საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობას და საზოგადოებას მოახსენონ თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა ნაბიჯები გადაიდგა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც უკავშირდება მაღალი დონის კორუფციას, საუბარია მილიონიან კორუფციულ გარიგებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი და პროკურატურა კანონით არიან ვალდებულნი მიიღონ ზომები და დაიწყონ გამოძიება, ჩვენ მათი მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია ამ თემაზე. ჩვენი მოთხოვნაა მოვიდნენ პარლამენტში და ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიში ჩაგვაბარონ“, - განაცხადა ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)