|
2017-02-14 12:51:05, 1460 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, დღეს ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალური შეტევა მიიტანოს ტელეკომპანიაზე და მის ხელმძღვანელზე. „დღეს ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალურად მიიტანოს შეტევა რუსთავი2-ზე, მის ხელმძღვანელზე, ჟურნალისტებზე იმისთვის, რომ გეგმა, რომ ხელში ჩაიგდონ რუსთავი2, ბოლომდე მიიყვანონ. სწორედ ამის ნაწილი არჩილ თალაკვაძის დღევანდელი ბრიფინგი და დაბარება გვარამიასი“,-განაცხადა კაპანაძემ. ამასთან, ოპოზიციას მიაჩნია, რომ თუ გვარამიას ბრალს წაუყენებენ, „ეს უმრავლესობას საკმაოდ ძვირად დაუჯდება“. „მათი მთავარი საქმიანობის მიზანი არ არის ქვეყნის წინსვლა და გამარჯვება. მათი მთავარი მიზანია საკუთარი ინტერესების დაცვა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა. ცნობისთვის, შსს-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების თაობაზე, გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)