13:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 18:08:06, 2162 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს აზერბაიჯანის პარლამენტს (მილი მეჯლისი) ესტუმრა. თეა წულუკიანი აზერბაიჯანელ პარლამენტარებს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობის" საკითხებს კურირებენ, საფრანგეთის რეფორმების მინისტრთან ერთად შეხვდა.

„დღეს აქ ვიმყოფები „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარესთან ერთად. მოგეხსენებათ, საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარეა, ხოლო სექტემბრიდან უკვე თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ჩამოვედი, რათა ვიმუშაო თქვენთან ერთად იმისათვის, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნოს „ღია მმართველობის პარტნიორობის" სრულუფლებიანი წევრის სტატუსი. საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინიციატივაში თქვენი დარჩენა, რომლის თავმჯდომარეობაც მალე უნდა გადავიბაროთ",  − განაცხადა თეა წულუკიანმა.

აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და იმ ფაქტისათვის, რომ საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც შარშან სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, მხარი არ დაუჭირა აზერბაიჯანისთვის წევრის სტატუსის შეჩერებას.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღესვე ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics